2022 წლის 22 დეკემბერს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ზვიად მაღლაფერიძის სადისერტაციო ნაშრომის - „ინსულინმსგავსი ზრდის–1 ფაქტორის და ინსულინის როლი კოლორექტული კიბოს განვითარებაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ვერა კაპეტივაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ექსპერტები:
დავით მეტრეველი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი.
ირმა მამაცაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა #1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
თეიმურაზ ივანიშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი.