2023 წლის 1 ივნისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება სოფიო კალმახელიძის სადისერტაციო ნაშრომის – „ლიმბური სისტემის ნეიროგენეზის, მეტაბოლიზმის, დასწავლისა და მეხსიერების პროცესების შესწავლა მაიონიზებელი დასხივების დროს და გამოვლენილი დარღვევების კორექცია ანტიოქსიდანტების მეშვეობით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
თამარ სანიკიძე - თსსუ-ის ფიზიკისა და ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
დიანა მუსერიძე - ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
დავით თოფურია - თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
მაია ბერიძე - თსსუ-ის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მაია ოკუჯავა - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
გიორგი ჭიჭინაძე - თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.