2022 წლის 20 ივნისს, 16:00 საათზე თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) საკონფერენციო დარბაზში შედგება სოფიო ჯაფარიძის სადისერტაციო ნაშრომის „მუნიციპალურ ტრანსპორტზე დასაქმებულთა ჯანმრთელობის ეფექტების ჰიგიენური და ფუნქციური კორელატები“ საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
მარინა ციმაკურიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ირინე კვაჭაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ექსპერტები:
ბიძინა ზურაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი;
ნინო ვეფხვაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ქეთევან დადიანი - მედიცინის აკადემიური დოქტორი.