2020 წლის 27 მარტს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) საკონფერენციო დარბაზში შედგება ქეთევან მანჯგალაძის სადისერტაციო ნაშრომის „საშვილოსნოს ყელის მიკროგარემოს ცვლილებების თავისებურებანი ნეოპლაზიური პროცესების განვითარებაში “ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: გიორგი თევდორაშვილი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
კონსულტანტი - გიორგი ბურკაძე - მედიცინის დოქტორი, პროფესორი;
ექსპერტები: ბორის კორსანტია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მადონა ჯუღელი – მედიცინის დოქტორი; გიორგი დიდავა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.