2021 წლის 20 დეკემბერს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) საკონფერენციო დარბაზში შედგება ნინო გოკიელის სადისერტაციო ნაშრომის „საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და სოციალური უსაფრთხოება“ საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
შალვა ზარნაძე - თსსუ-ის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტი, პროფესორი;
ბიძინა ზურაშვილი - თსსუ-ის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი, პროფესორი;
ექსპერტები:
დევი ტაბიძე - თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი;
ოთარ გერზმავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ნინო ჯაფარიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი.