2023 წლის 19 დეკემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნატალია ქეთრინ ჰარგრივსის სადისერტაციო ნაშრომის – „ულტრასტრუქტურული ცვლილებები ტვინის ქერქის ლოკალური ინფარქტის პენუმბრას ზონაში ვირთაგვების მაგალითზე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
რამაზ ხეცურიანი - აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.
ექსპერტები:
გიორგი დიდავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
ანა ძაგნიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
ლეილა ჯანდიერი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.