2023 წლის 17 ნოემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება მარიამ მაჭავარიანის სადისერტაციო ნაშრომის – „ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სქემაში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ირინე ზარნაძე - თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ოთარ გერზმავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ბიძინა ზურაშვილი - თსსუ-ის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
სოფიო ჯაფარიძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი.