2022 წლის 23 ივნისს, 16:00 საათზე თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზ. №33) საკონფერენციო დარბაზში შედგება მარიამ გოგოტიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „ ლაზოლექსის გამოყენება ქრონიკული მორეციდივე ჰერპესული და აფთოზური სტომატიტის კომპლექსურ მკურნალობაში “, საჯარო დაცვა სტომატოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ნინო აბაშიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი;
ბორის კორსანტია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თინათინ ჩიქოვანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
თამარ შიშნიაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
მანანა კალანდაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი.