2021 წლის 28 მაისს 16:00 საათზე, ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზირი№33) საკონფერენციო დარბაზში შედგება ლამზირა ებრალიძის სადისერტაციო ნაშრომის „სიმსივნის საწინააღმდეგო მცენარეული ახალგალენური პრეპარატების ნანოკომპოზიციის დიზაინი, ტექნოლოგია და ბიოლოგიური შეფასება“ საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: დალი ბერაშვილი - ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების პროფესორი;
კონსულტანტი ალიოშა ბაკურიძე – ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი;
ექსპერტები: თამაზ ჭუმბურიძე - თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
თამაზ მურთაზაშვილი - თსსუ-ის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
ლია წიკლაური - ფარმაციის აკადემიური დოქტორი.