2020 წლის 20 თებერვალს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) სააქტო დარბაზში შედგება კონსტანტინე (კახა) გიორგაძის სადისერტაციო ნაშრომის „რელიგიისა და მენტალური ჯანმრთელობის ურთიერთმიმართების საკითხები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: რამაზ შენგელია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნინო დურგლიშვილი - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ექსპერტები: თეიმურაზ სილაგაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნინო ჩიხლაძე – ეკონომიკის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი, პროფესორი; ეკატერინე სანიკიძე – მედიცინის დოქტორი, პროფესორი.