2023 წლის 17 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება იათამზე თანდილავას სადისერტაციო ნაშრომის – „კტ კოლონოგრაფიის როლი და ადგილი მსხვილი ნაწლავის დაავადებათა კომპლექსურ სხივურ დიაგნოსტიკაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ოთარ ურუშაძე - თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დავით ცეცხლაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის კლინიკური ანატომიისა და რადიოლოგიის მიმართულების პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ექსპერტები:
გიორგი ასათიანი - თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
მიხეილ ოკუჯავა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის რადიოლოგიის მიმართულების პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ნიკოლოზ საინიშვილი - კავკასიის მედიცინის ცენტრის რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი