31 აგვისტოდან-2 სექტემბრის ჩათვლით,09.00 საათზე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოლოგიისა და შინაგან სნეულებათა სპეციალისტი, გერმანიის ქ. ტუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი კარდიოლოგი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) მიერ ტრანსთორაკალურ (TTE) და ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრაფიაში 2018 წელს აკრედიტირებული სპეციალისტი – რეზო ჯორბენაძე წაიკითხავს ექოკარდიოგრაფიის ლექციათა 3-დღიან კურსს.
ექოკარდიოგრაფიის საფუძვლებსა და სიახლეებთან ერთად კურსში გამოყენებული იქნება კლასიკური და კაზუისტიკური ნოზოლოგიების ამსახველი მრავალფეროვანი ვიდეო-მასალა.
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ექოსკოპისტების, კარდიოლოგების, შინაგან სნეულებათა სპეციალისტების, ანესთეზიოლოგების, ოჯახის ექიმებისა და მსმენელთა ფართო წრისთვის.
დასწრება თავისუფალია, გაიცემა 15 უპგ ქულა.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, სააქტო დარბაზი.