დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:

1. ქართული ტრადიციული მედიცინის ერთიანი მონაცემთა ბაზა და შეფასებითი სისტემები

კვლევის ხელმძღვანელი: პროფესორი რამაზ შენგელია  

სამეცნიერო კონსულტანტები: პროფესორი ალიოშა ბაკურიძე

ბიოლ. აკადემიური დოქტორი ნანი ხელაია

2. განსხვავებული თვისებების მქონე ბეტა-ბლოკერების გავლენა იმუნურ სისტემაზე L-NAME-ინდუცირებული ექსპერიმენტული არტერიული ჰიპერტენზიის დროს

კვლევის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი თამარ სანიკიძე

3. სატრანსპორტო ცილა ალბუმინის მალარიით გამოწვეული კონფორმაციული ცვლილებები და მათი კორექციის ეფექტურობა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური აგენტის ზემოქმედებით

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო ხვიტია

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გალინა სუკოიანი

4. ენდოცერვიქსის ატიპური ჰიპერპლაზია - ადენოკარცინომის მოლეკულური მახასიათებლები, პროგრესიისა და მეტასტაზირების მარკერების შესწავლა

სამეცნიერო ხელმძღვანელი  –  პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია

სამეცნიერო კონსულტანტი  –  პროფესორი გიორგი ბურკაძე

5. პერიტონეული სიმსივნური იმპლანტების ფენოტიპური თავისებურებანი საკვერცხის ეპითელური სიმსივნეების დროს

კვლევის ხელმძღვანელი  -  პროფესორი რემა ღვამიჩავა        

სამეცნიერო კონსულტანტი  -  პროფესორი  გიორგი ბურკაძე

6. ქრონიკული ენდომეტრიტების ფენოტიპური თავისებურებანი, პერსისტენციისა და პროგრესიის მოლეკულური მარკერები

კვლევის ხელმძღვანელი  -  ასოცირებული პროფესორი გიორგი თევდორაშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი  -  პროფესორი  გიორგი ბურკაძე    

7. ბავშვთა ასაკის მწვავე ლეიკემიების მკურნალობის რანდომიზებული პროტოკოლების  ოპტიმიზაცია Jurkat უჯრედების მოდელური სისტემების გამოყენებით

კვლევის ხელმძღვანელი  -  პროფესორი ასმათ შენგელაია 

სამეცნიერო კონსულტანტი  -  პროფესორი თამარ სანიკიძე

8. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხის შეფასება ჩონჩხის დისპლაზიის მქონე პაციენტებში

კვლევის ხელმძღვანელი  -  პროფესორი თინათინ ტყემალაძე

სამეცნიერო კონსულტანტები: თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი ელენე აბზიანიძე

ასოცირებული პროფესორი ეკატერინე მირველაშვილი

9. კარის ვენის სიმსივნური თრომბის კანგავლითი ტრანსჰეპატური რეკანალიზაცია ენდოპორტული რადიოსიხშირული აბლაციით და სტენტის იმპლანტაციით გამოსახვის მეთოდთა კონტროლით

სამეცნიერო ხელმძღვანელი  –   პროფესორი მალხაზ მიზანდარი

10. ციროზულ ღვიძლში საშუალო რისკის (LR-3) კეროვანი დაზიანების ჰეპატოცელულურ კარცინომად გარდაქმნის შეფასება რადიოლოგიური კვლევის და სითხური ბიოფსიის თანამედროვე მეთოდებით 

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი მალვინა ჯავახაძე 

მედიცინის აკადემიური დოქტორი მარიამ ქუთათელაძე

სამეცნიერო კონსულტანტი  –  ასოცირებული  პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე

11. ცხვირ-ხახის ნაცხში Sars-Cov2 ვირუსის რაოდენობრივი სტანდარტიზებული განსაზღვრის ტესტის შექმნა

კვლევის  ხელმძღვანელები:  პროფესორი ნინო გოგოხია 

ბიოლ. მეცნ. დოქტორი გიორგი ხარებავა

სამეცნიერო კონსულტანტები:  პროფესორი ლევან რატიანი   

პროფესორი თამარ სანიკიძე

12. მეორადი კატარაქტის პრევენცია უკანა კაფსულორექსისის საშუალებით

კვლევის ხელმძღვანელი  -   თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი დავით შენგელია

13. წინამხრის დისტალური ბოლოს მოტეხილობების პოსტოპერაციული კომპლექსური რეაბილიტაციის ეფექტურობა მექანოთერაპიისა და ფუნქციური ელექტროსტიმულაციის გამოყენებით  

კვლევის ხელმძღვანელი  -  ასოცირებული პროფესორი  მარინე მათიაშვილი

14. ტრიამცინოლონის ნანობოჭკოვანი, ორომუკოადჰეზიური ფირფიტების კლინიკური შეფასება პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებების კომპლექსურ მკურნალობაში დერმატოზების დროს

კვლევის ხელმძღვანელი  -  ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე        

სამეცნიერო კონსულტანტი  -  პროფესორი  ალიოშა ბაკურიძე

15. ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის ნაერთებით გარემოს დაბინძურება და მისი გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე

კვლევის ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე

ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია

სამეცნიერო კონსულტანტი  -  პროფესორი ალიოშა ბაკურიძე

16. კვების რეგიონული თავისებურებების გავლენა შარდკენჭოვან დაავადებებზე საქართველოს მოსახლეობაში

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორი ბელა ყურაშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მანაგაძე

სამეცნიერო კონსულტანტი  –  ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე

17. ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მოხმარების ტენდენციები საქართველოში

კვლევის ხელმძღვანელები:  პროფესორი დალი ბერაშვილი 

პროფესორი ნუგზარ თოდუა (თსუ)

სამეცნიერო კონსულტანტი  -  ასოცირებული პროფესორი დავით გელოვანი 


კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის  ფორმა – ტესტური და გასაუბრება).


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;

2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV  ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით 10:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა)  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე: t.tkeshelashvili@tsmu.edu

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: 032 2 54 24 66.