სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:
1. ენდომეტრიუმის ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნეების რეციდივისა და მეტასტაზირების ფენოტიპური მახასიათებლები
სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი რიმა ბერიაშვილი
სამეცნიერო კონსულტანტი – პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია
2. ანდროგენული რეცეპტორების ექსპრესიის თავისებურებები საკვერცხისა და ძუძუს ეპითელურ სიმსივნეებში და მათი კავშირი პროლიფერაციულ, აპოპტოზურ და ღეროვანუჯრედულ მახასიათებლებთან
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე
სამეცნიერო კონსულტანტი – პროფესორი გიორგი ბურკაძე
3. რევმატოიდული ართრიტის დროს მუხლის სახსრის ადგილობრივი პროლიფერაციულ-აპოპტოზური მარკერების, ჰორმონული რეცეპტორებისა და იმუნური პასუხის თავისებურებანი
სამეცნიერო ხელმძღვანელი – თსსუ–ის ემერიტუსი, პროფესორი ელენე (დოდო) ქართველიშვილი
სამეცნიერო კონსულტანტი – პროფესორი გიორგი ბურკაძე
4. გლუკოკორტიკოიდის, სილიკონის, სილოქსანის და ჰეპარინის ეფექტიანობის შესწავლა პოსტოპერაციულ ნაწიბურებზე
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია; ასოცირებული პროფესორი სოფიო გიორგაძე
სამეცნიერო კონსულტანტი – ასოცირებული პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე
5. ორსულებში SARS COV2 /COVID-19/ ინფექციის მიმდინარეობის თავისებურებები, მისი გავლენა ორსულობის გამოსავალზე და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი პლატონ მაჭავარიანი; ასოცირებული პროფესორი ირინე კორინთელი
6. COVID-19-ის შემდგომი აუტოიმუნური, რევმატული გამოვლინებები საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა პოპულაციის მაგალითზე
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე
7. ცისტური ფიბროზის კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებები საქართველოს ბავშვთა პოპულაციაში
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნანი ყავლაშვილი; მედიცინის აკადემიური დოქტორი დოდო აგლაძე
8. გალექტინ-3 და ექოკარდიოგრაფიული პარამეტრების პრედიქტორული მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროგნოზირებისთვის ახალი კორონავირუს-19 დაავადების დროს.
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნონა კაკაურიძე
სამეცნიერო კონსულტანტი – პროფესორი ლევან რატიანი
9. COVID 19-ის მიმდინარეობა და გამოსავალი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში
სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი ელიზა ვაშაკიძე
10. COVID 19-ის მიმდინარეობის თავისებურებები და გამოსავალი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ელიზა ვაშაკიძე; პროფესორი ელენე გიორგაძე
11. მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესაძლებლობები შარდის ბუშტის კიბოს კუნთოვან შრეში ინვაზიურობის შეფასებასა და განმეორებითი ტრანსურეთრული რეზექციის საჭიროების პროგნოზირებაში
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი დავით ქოჩიაშვილი; მედიცინის აკადემიური დოქტორი მარიამ ქუთათელაძე
12. პერინატალური პერიოდის დედათა და ბავშვთა ავადობის სტრუქტურა და ორსულთა ქცევითი რისკ-ფაქტორები
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ეკატერინე მირველაშვილი
სამეცნიერო კონსულტანტი – ბესარიონ ტყეშელაშვილი
კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,
ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის ფორმა – ტესტური და გასაუბრება).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;
2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);
3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);
8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 6 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე: t.tkeshelashvili@tsmu.edu
განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: 254 24 66.