ანზორ გოგიბერიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ანზორ გოგიბერიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 7 დეკემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ანზორ გოგიბერიძის  სადისერტაციო ნაშრომის – „დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ფონზე განვითარებული მიოკარდიუმის მორფო-ფუნქციური თავისებურებები სხვადასხვა ასაკის თეთრ ლაბორატორიულ ვირთაგვებში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

რამაზ ხეცურიანი - აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სამეცნიერო კონსულტანტი:

ნოდარ ემუხვარი -  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები:

ლეილა ჯანდიერი - თსსუ-ის  კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ომარ ხარძეიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

მარინა ყუფარაძე - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.