ანა ჩოჩიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ანა ჩოჩიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 3 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება ანა ჩოჩიას სადისერტაციო ნაშრომის – „მძიმე მეტალების მნიშვნელობა სხვადასხვა ფსიქონევროლოგიური დარღვევების განვითარებაში ბავშვთა და მოზარდთა ასაკში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ნათელა (ნანა) გელაძე - თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი

ქეთევან გოგბერაშვილი - თსსუ-ის პედიატრიის №1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ექსპერტები:

თინათინ კუტუბიძე - თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული  პროფესორი,  მედიცინის აკადემიური დოქტორი

მარინე გაგოშიძე - თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ომარ სამუშია - თსსუ-ის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი