2023 წლის 15 მარტს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება თინათინ გაბრიჭიძის სადისერტაციო ნაშრომის – „საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელების ეპიდემიოლოგიური თავისებურებები და პაციენტის გადარჩენის პერიოდზე მოქმედი ფაქტორები საქართველოში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ირაკლი მჭედლიშვილი - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ნანა მებონია - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ექსპერტები:
ლალი ბაქრაძე - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი - თსსუ-ის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი
ივანე კილაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი