თეონა კორკოტაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

თეონა კორკოტაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 8 ივნისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება თეონა კორკოტაძის სადისერტაციო ნაშრომის – „ტუჩოსანთა ოჯახის საქართველოში მოზარდი ზოგიერთი სახეობის ფარმაკოგნოსტური კვლევა“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

დალი ბერაშვილი - თსსუ-ის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი

ვახტანგ მშვილდაძე - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი

ექსპერტები:

თამაზ მურთაზაშვილი - თსსუ-ის  ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი

ნიკოლოზ გონგაძე - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი

ბელა კიკალიშვილი - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი