ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა

პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში
19-20 მაისი, 2018 წელი
ქორთიარდ მერიოტი, თბილისი, საქართველო


კონფერენციის ადგილმდებარეობა:

ქორთიარდ მერიოტი
თავისუფლების მოედანი 4
თბილისი 0105 საქართველო
ვებსაიტი: http://www.marriott.com/hotels/travel/tbscy-courtyard-tbilisi/

სერტიფიკატი

კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატი გაუცემა რეგისტრაციის ადგილიდან

ვალუტა და ბანკი

საქართველოს ვალუტას წარმოადგენს ქართული ლარი. 2018 წლის თებერვალში ლარის კურსი შეადგენდა: 1 ამერიკული დოლარი – 2.46 ლარი; 1 ევრო– 3.04 ლარი. ბანკები მუშაობს 10.00-დან 17.00 სთ-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ვალუტის გადაცვლა ასევე შესაძლებელია ქალაქში არსებულ ვალუტის გადაცვლის სპეციალურ ოფისებში.

ამინდი და დრო

თბილისში მაისის თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 20-24°C. საქართველოს დროის ზონაა GMT+4.

საკრედიტო ბარათები

საკრედიტო ბარათებს იღებენ მხოლოდ დიდ სასტუმროებში, რესტორნებსა და მაღაზიებში. ასე რომ, სტუმრებისთვის რეკომენდებულია იქონიონ ქართული ლარის კუპიურები ყოველდღიური ხარჯებისთვის.

ელექტროენერგია

საქართველოში არის 220ვ ძაბვის ელექტროენერგია. 110ვ-ზე მომუშავე მოწყობილობებისთვის იქონიეთ ძაბვის გადამყვანი.

აფთიაქები

წამლების შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში, რომელთა უმეტესობა მუშაობს დღეში 24 სთ და კვირაში 7 დღე.

მაღაზიები და მათი გაღების დრო

მაღაზიები ღიაა ორშაბათიდან შაბათამდე, იღება 9.00/10.00 სთ-ზე და იკეტება 18.00- 20.00 სთ-ზე. კვირა დღეს მაღაზიებისა უმეტესობა იგივე განრიგით მუშაობს. დიდი სუპერმარკეტები მუშაობენ ყოველდღე 24 სთ-ის განმავლობაში.

ვიზა

აშშ, კანადა, იაპონია, ისრაელი, შვეიცარია და ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს 90 დღის განმავლობაში არ სჭირდებათ ვიზა. საჭიროა პასპორტი. სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს საელჩოებს და საკონსულოებს მათ ქვეყნებში.

საჰაერო მოგზაურობა

საქართველოში რეისები სრულდება სამი საერთაშორისო აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისის და ბათუმის

უსაფრთხოება

კრიმინალის დონე დაბალია, თუმცა არის ჯიბის ქურდობის და ძარცვის შემთხვევები

სატელეფონო ზარები:

საქართველოს კოდი 995, თბილისის კოდი 32

ტურისტული ცენტრები:

https://places.georgia.travel/?lang=eng